აზერბაიჯანი აშშ-ში კვერცხის ექსპორტს იწყებს

აზერბაიჯანიდან აშშ-ში კვერცხის ექსპორტი დაიწყება.

ამის შესახებ მედია აზერბაიჯანის ფრინველის ხორცისა და კვერცხის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაზე დაყრდნობით წერს.

„აზერბაიჯანის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მეფრინველეობის ფერმა Giləzi Quşçuluq-მა წარმატებით გაიარა პროცედურები ამერიკული სტანდარტების მიხედვით და მიიღო კვერცხის ექსპორტის ნებართვა შეერთებულ შტატებში. ამ თვიდან კომპანია რეგულარულ მიწოდებას დაიწყებს,“ – ნათქვამია განცხადებაში. ასოციაცია ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ში ექსპორტის დაწყება აზერბაიჯანში კვერცხის შიდა მიწოდებასა და ფასებზე გავლენას არ მოახდენს. „სუფრის კვერცხზე დღიური მოთხოვნა დაახლოებით 4 მილიონია, რეალური წარმოება კი, დაახლოებით 6 მილიონია. მცირე ექსპორტის პირობებშიც კი, შიდა მიწოდება საკმარისი რჩება და 100 მილიონამდე კვერცხი ინახება საწყობებში,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მედია, ამერიკაში კვერცხის ფასის რეკორდულ ზრდაზე აქტიურად წერს. სამომხმარებლო ფასების უახლესმა თვიურმა ინდექსმა აჩვენა, რომ აშშ-ის ქალაქებში A კლასის კვერცხის საშუალო ფასმა იანვარში, 4,95 აშშ დოლარს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება 2023 წლის აგვისტოში დაფიქსირებულ მინიმუმ 2,04 აშშ დოლარს. BBC-მ 5 მარტს დაწერა, რომ ფასების ზრდა ფრინველის გრიპის გავრცელებას უკავშირდება.

  • მსგავსი სტატიები

    მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

    ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *