
რუსეთ-უკრაინის ომში, ტრამპის ადმინისტრაციის „მშვიდობის ერთ-ერთი იარაღი“ კრიტიკული მინერალებია. თეთრ სახლში ამერიკა-უკრაინის ლიდერების საჯარო დავის შემდეგ, ე.წ. წიაღისეულის შეთანხმება კვლავ ღიად რჩება. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, მინერალების რომელი სახეობით არის დაინტერესებული აშშ.
რისთვის არის მნიშვნელოვანი იშვიათ მიწათა ელემენტები, კრიტიკული მინერალები, სხვა სასარგებლო წიაღისეული და რა რესურსები აქვთ ქვეყნებს? ამ თემაზე კასპიის პოლიტიკის ცენტრს აქვს მასალა მომზადებული და მის თარგმანს გთავაზობთ.
ჩინეთის კრიტიკული მინერალები
ჩინეთი იშვიათი მიწების ელემენტების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც გლობალურად მიწოდების 90%-ს ამუშავებს. ეს მასალები აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიური წარმოებისთვის, მათ შორის, ავიაციის, კომუნიკაციების, განახლებადი ენერგიის სისტემებისა და მოწინავე ელექტრონიკის სფეროებში.
კავკასიის, ცენტრალური აზიისა და უკრაინის სტრატეგიული ღირებულება
ხსენებული ტერიტორიები მდიდარია სტრატეგიული მინერალური რეზერვებით, ზოგიერთ ქვეყანას სამთო სექტორები განვითარებული აქვს, სხვები ფლობენ შეუსწავლელ მთიან ტერიტორიებს, რომლებიც მომავალი განვითარების შესაძლებლობებსაც იძლევიან. რესურსების სიმრავლის გარდა, ეს რეგიონები გეოპოლიტიკური უპირატესობითაც გამოირჩევა.
ცენტრალური აზია: ყაზახეთი რეგიონში ლიდერია კრიტიკული მინერალების რეზერვებით. ფლობს იმაზე მეტ ურანს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი, რომელიც გლობალური მიწოდების დაახლოებით 43% სარგებლობს. ცენტრალური აზიის უმსხვილესი რესპუბლიკა ასევე მესამე ადგილს იკავებს გლობალური ქრომის წარმოებაში, რომელიც სპილენძის მნიშვნელოვან რაოდენობას აწარმოებს.
ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი მთლიანობაში მანგანუმის მადნის გლობალური მარაგების 38,6%-ს, ქრომის მარაგების 30,07%-ს და თუთიის 12,6%-ს ფლობს – ეს ყველაფერი აუცილებელია ფოლადის, ბატარეებისა და კოსმოსური ტექნოლოგიების წარმოებაში.
სამხრეთ კავკასია (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) ასევე არის მნიშვნელოვანი კრიტიკული მინერალების საბადოების ადგილი, თუმცა შედარებით ნაკლებად, ვიდრე ცენტრალური აზია. ეს მინერალები მოიცავს სპილენძს და თუთიას, რომლებიც თავდაცვის ტექნოლოგიებისთვის გამოიყენება.
შავი ზღვის გასწვრივ, უკრაინას აქვს ლითიუმის და იშვიათ მიწათა ლითონების თანმიმდევრული მარაგი, რომელიც ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. უკრაინა მანგანუმის მოპოვებაში მეშვიდე ადგილზეა გლობალურად, ეს ქვეყანა ფლობს ცირკონიუმის სილიკატის, გრაფიტის და ლითიუმის ძირითად საბადოებს, რომლებიც თავდაცვისა და ენერგეტიკული ტექნოლოგიებისთვის გამოიყენება. ლითიუმი ფართოდ გამოიყენება ყველა სახის ბატარეაში, ტიტანს კი, თვითმფრინავების წარმოებაში იყენებენ.
უკრაინას ასევე აქვს ბევრად უფრო დიდი რაოდენობით სხვა, ხშირი მინერალების რესურსები – ქვანახშირი, რკინის მადანი, ნავთობი და გაზი, რასაც ქვეყნისთვის დიდი შემოსავალი და საინვესტიციო შესაძლებლობები მოაქვს. ბევრი ეს რესურსი განთავსებულია უკრაინის იმ ნაწილებში, რომლებსაც ახლა რუსული ჯარი იკავებს.
ცნობისთვის, იშვიათ მიწათა მინერალების ნაირსახეობა 17 მინერალისაგან შედგება. მათ შორისაა, მაგალითად, იტრიუმი, ცერიუმი და ლანთანი, რომლებიც მცირე რაოდენობით გვხვდება დედამიწის ზედაპირზე. მათზე მოთხოვნა მზარდია მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებში მათი გამოყენების გამო.
ბატარეების დაპატარავებისა და შემსუბუქების, ასევე, მათი გაძლიერებისა და ხანგრძლივობის გაზრდისთვის ბრძოლა მოიცავს იშვიათ მიწათა მინერალების გამოყენებას.
თავდაცვით ინდუსტრიებს კი, ეს მინერალები შეიარაღებისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისთვის სჭირდებათ. იშვიათ მიწათა სხვა მინერალებს იყენებენ ქიმიურ კატალიზატორებად მაგნიტებში, კომპიუტერებსა და გენერატორებში.
აშშ-ის გეოლოგიური კვლევის თანახმად, ჩრდილო ამერიკაში არსებული მინერალებიდან 3,6 მილიონი ტონა აშშ-შია, 14 მილიონი – კანადაში. აშშ ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. მათ შორისაა ავსტრალია და მიანმარიც (ყოფილი ბირმა).