
რუსეთმა ოკუპირებულ სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში, 1993 წლის შემდეგ პირველად, უკანონო რეისი შშეასრულა. ევროკავშირის მიერ სანქცირებული UVT Aero-ს ლაინერი, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმში ჩაფრინდა. მმართველი გუნდი – „ქართული ოცნება“ კრემლის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო გახსნას არ გამოხმაურებია.