საქართველოზე გამავალ შუა დერეფნის ქსელთან მიერთების ფასი ცნობილია

2025 წლისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის (TITR) საწევრო გადასახადი ცნობილია.  აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ასოციაციაში გაწევრიანების ერთჯერადი საფასური იქნება: $20,000 მუდმივი წევრებისთვის; $10000 ასოცირებული წევრებისთვის; $10,000 – ინდივიდუალური წევრებისთვის. ეს ფასები გასულ წელთან შედარებით, არ შეცვლილა.
 
წლიური საწევრო გადასახადი შემდეგნაირია: $70,000 მუდმივი წევრებისთვის; $22,480 ასოცირებული წევრებისთვის; $17,984 ინდივიდუალური წევრებისთვის.
 
TITR ასოციაცია, რომელიც ყაზახეთში მდებარეობს, 2017 წელს დაარსდა. ის ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ, სატვირთო ტრანსპორტის კოორდინაციაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
 
ასოციაციის ძირითადი მუდმივი წევრები არიან აზერბაიჯანის რკინიგზა CJSC, აზერბაიჯანის კასპიის გადაზიდვის კომპანია, აქტაუს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი (ყაზახეთი), ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი CJSC, საქართველოს რკინიგზა სს, TCDD Transportation JSC (Türkiye), Ukrzaliznytsia JSC (უკრაინა) და სხვები.
 
სავაჭრო გზა – შუა დერეფანი ჩინეთს ევროპასთან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით აკავშირებს.

მსგავსი სტატიები

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

შუა დერეფნის რეგიონული სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *