საქართველოში სომხეთის გავლით თურქმენული გაზის ექსპორტის იდეა განიხილება

სომხეთის პრემიერმინისტრის მრჩევლის არტაშეს ტუმანიანის თქმით, სომხეთმა თურქმენეთთან ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ტუმანიანის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს ბუნებრივი აირის შესყიდვას თურქმენგაზის სახელმწიფო კონცერნიდან, ითვალისწინებს სომხეთისთვის გაზის იწოდებას ირანის გავლით.

ტუმანიანის თქმით, სახელმწიფო კომპანია თურქმენგაზთან ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება, ხოლო ბუნებრივი აირის სომხეთში მიწოდება ირანის გავლით, SWAP სქემის მეშვეობით იგეგმება. ირანმა გაზის ტრანზიტზე თანხმობა უკვე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საუბარია 600 მილიონიდან 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებაზე, თუმცა ფასის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია.

საუბარი ასევე შეეხო სომხეთის გავლით საქართველოში თურქმენული გაზის SWAP სისტემით ექსპორტის შესაძლებლობას.

„ასევე ვმართავთ მოლაპარაკებებს თურქმენული გაზის სომხეთის გავლით საქართველოში მიწოდებაზე და თბილისმა უკვე დაადასტურა თანხმობა,” – განაცხადა ტუმანიანმა.

მისი თქმით, „ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში იქნება შესაძლებლობა, თურქმენული გაზი ხელმისაწვდომი გახდეს შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის.“

ამჟამად სომხეთის შიდა მოხმარებისთვის გაზის ერთადერთი მიმწოდებელია რუსული „გაზპრომია.“ გაზი რესპუბლიკაში შემოდის საქართველოს გავლით და 2030 წლამდე მისი ფიქსირებული ფასი — 1000 კუბურ მეტრზე 165 აშშ დოლარია. სომხეთი ასევე თანამშრომლობს ირანთან “გაზი ელექტროენერგიის სანაცვლოდ” პროგრამის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, ყოველწლიურად სომხეთი 2.6 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის იმპორტს ახორციელებს.

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *