სომხეთმა მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის აგრესიას ახსენებს

სომხეთმა მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღრებულ რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ლუქსემბურგისა და ლიეტუვის მიერ ინიციირებული 12-გვერდიან რეზოლუციაში ნათქვამია, რომ გაეროსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის გაგრძელება ფართო სპექტრის სფეროებში უნდა გაგრძელდეს. მასში ნათქვამია, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს „უპრეცედენტო გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც ამჟამად ევროპა დგას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ და მანამდე საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ.“

    • სომხეთი, რომელიც დიდი ხანია, რუსეთის მოკავშირეა, ადრე თავი შეიკავა, ხმა მიეცა გაეროს გენერალური ასამბლეის სულ მცირე სამ რეზოლუციაზე, რომლებიც გმობდნენ რუსეთის შეჭრას და მოითხოვდნენ რუსული ჯარების უკრაინიდან გაყვანას.
    • სომეხმა ლიდერებმა რუსეთის აგრესია პირველად საჯაროდ, 2024 წლის დასაწყისში, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების სწრაფი გაუარესების ფონზე გააკრიტიკეს. კერძოდ, სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ერევანი „მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.“

დოკუმენტს მხარი დაუჭირა 105-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, რომელიც რეზოლუციის თანაავტორია.

 

რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა 9 ქვეყანამ: აშშ, რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, ნიგერი, სუდანი, ერიტრეა, მალი.

აშშ-ის ელჩმა გაეროში ჯონათან შრიერმა განმარტა, რომ რეზოლუცია „იმეორებს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ განცხადებებს, რომლებიც, შეერთებული შტატების აზრით, არ ეხმარება მშვიდობის მიღწევის მიზანს.“

შეერთებული შტატები ასევე გმობს მიგრაციისა და ლტოლვილების შესახებ გლობალურ შეთანხმებებს, რომლებზეც რეზოლუცია მიუთითებს და ამბობს, რომ ისინი ეწინააღმდეგება აშშ-ის პოლიტიკას. კიდევ ერთი შეშფოთება, რაც შეერთებულ შტატებს რეზოლუციასთან დაკავშირებით აქვს, 2030 წლის დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ხელახალი დადასტურებაა.

„და ბოლოს, ამ ტექსტში ხშირია მითითებები დემოკრატიისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვაზე. მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ვისაუბროთ დემოკრატიულ ღირებულებებზე, არამედ, მათით ვიცხოვროთ.

ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ, რომელიც მხარს უჭერს ამ ტექსტს, დათრგუნა შინ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც არ ეთანხმებიან. იდეოლოგიური განსხვავებები უნდა გადაწყდეს საარჩევნო ყუთთან და არა — სასამართლო დარბაზში,“ — განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხზე გაეროს რეზოლუციის კენჭისყრისას შეერთებული შტატები ჯგუფდება რუსეთთან, ბელორუსთან და ჩრდილო კორეასთან ერთად.

24 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 93 ხმით მიიღო უკრაინის და ევროპული ქვეყნების ინიციირებული რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. 18-მა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, ბელორუსმა, რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. საქართველო კენჭისყრას არ დაესწრო, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში იყო და ახლაც დარჩა აღნიშნული რეზოლუციის თანასპონსორად.

აშშ-მ მაშინ წარადგინა ალტერნატიული რეზოლუცია, რომელსაც თანასპონსორობა გაუწიეს საქართველომ, ალბანეთმა, უნგრეთმა, არგენტინამ, ისრაელმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ. თუმცა ევროპულმა სახელმწიფოებმა რეზოლუციაში შეიტანეს ცვლილებები, რომლითაც ხაზი გაუსვეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რუსულ აგრესიას, ასევე, მოუწოდეს „სამართლიანი, მდგრადი და სრულფასოვანი“ მშვიდობისკენ. შესწორებების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საკუთარი რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა. ანალოგიურად მოიქცა საქართველოც.

 

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *