British Airways-ი საქართველოს ბაზარზეა

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. საქართველოს ავიაბაზარზე British Airways შემოვიდა. პირველი რეისი, გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდა.

ავიაკომპანია ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით კვირაში ოთჯერ იფრენს.

“აღსანიშნავია, რომ British Airways-ს აქვს ძალიან კარგი კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებით გაუმჯობესდება დაკავშირებადობა როგორც ბრიტანეთთან, ასევე ამერიკის კონტინენტთანაც, რადგან დაგეგმილი ფრენების განრიგი მორგებულია ამერიკაში ტრანზიტულ ფრენებზე.

British Airways-ის საქართველოში შემოსვლა ხელს შეუწყობს ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. გარდა ამისა, ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო – ეკონომიკური პარტნიორია, ამდენად, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩვენი ქვეყნების დაახლოებას.

British Airways-ი მსოფლიოს 190 მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს” – აცხადებდა ეკონომიკის სამინისტრო British Airways-თან მოლაპარაკებების დასრულებისას, 2024 წლის სექტემბერში.

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *