
თურქი გენერალი ბრიუსელში, NATO-ს საერთაშორისო სამხედრო შტაბ-ბინაში დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა, განაცხადა ქვეყნის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ 8 მაისს .
„NATO-ს უსაფრთხოების ოფისში თურქი გენერალი დაინიშნა. NATO-ს ისტორიაში პირველად, ჩვენი ქვეყანა დირექტორის დონეზე იქნება წარმოდგენილი NATO-ს საერთაშორისო სამხედრო შტაბ-ბინაში, ბრიუსელში,“ – განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა ზეკი აქტურკმა ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე.
აქტურმა ხაზო გაუსვა, რომ დანიშვნა ასახავს თურქეთის აქტიურ როლს NATO-ში და მის „ძლიერ და საიმედო“ წვლილს ალიანსის მშვიდობისა და უსაფრთხოების ძალისხმევაში.
„NATO-სა და ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყანა – ისევე როგორც წარსულში – დღესაც აგრძელებს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი წვლილის შეტანას და ამას მომავალშიც გააკეთებს,“აღნიშნავს უწყების სპიკერი.
მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი თავის ახალ სამეთაურო მოვალეობებს შეასრულებს NATO-ს და გაეროს რეზოლუციების სრული დაცვით, იმოქმედებს ნეიტრალიტეტითა და გამჭვირვალობით, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.